სულ რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში ვნახე ვიდეო თუ როგორი ოვაციებითა და ტაშით დახვდნენ აეროპორტში ერაყიდან ამერიკაში დაბრუნებულ ამერიკე ჯარისკაცებს და სიმართლე რომ გითხრათ, გული ძალიან დამწყდა და იცით რატომ ? იმიტომ, რომ ამერიკელებზე ნაკლები ვაჟკაცები არ არიან ქართველი ჯარისკაცები. 2008 წლის ომის შემდეგ ბევრი ქართველი ამბობდა, რომ ქართველი ჯარისკაცები პრეზიდენტის მონები არიან, მშიშრები არიან, რადგან იარაღი ბრძოლის ველზე დაყარეს და გამოიქცნენ, დეზერტირები არიან და მათ სამშობლოს ზურგი აქციეს. მაგრამ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იყო ნაწილი ხალხისა, რომელმაც ღირსეულად დააფასა ჩვენი გმირები და ამაყობდა მათი თავდადებით . მე ყველა მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. დაახლოებით 130-ზე მეტმა ბავშვმა მამა დაკარდა, ამდენივე დედამ შვილი დაკარგა და ბევრიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის შემოენახათ ქვეყანა , რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ამიტომ მინდა ყევლას ვთხოვო, რომ ჩვენც დავაფასოთ ჩვენი ჯარისკაცები, რადგან ისინი არ არიან თავის ამერიკელ კოლეგებზე ნაკლებნი.
თავისუფალი სტატია
10 03 2011კომენტარები : Leave a Comment »
ტეგები: აგვისტოს ომი, ამერიკა, ერაყი, ქართველი ჯარისკაცები
კატეგორიები : ზოგადი