თავისუფალი სტატია

10 03 2011

სულ  რამდენიმე  წუთის  წინ  ინტერნეტში  ვნახე  ვიდეო  თუ  როგორი  ოვაციებითა  და  ტაშით  დახვდნენ  აეროპორტში  ერაყიდან  ამერიკაში  დაბრუნებულ  ამერიკე  ჯარისკაცებს  და  სიმართლე  რომ  გითხრათ, გული  ძალიან  დამწყდა  და  იცით  რატომ ? იმიტომ, რომ  ამერიკელებზე  ნაკლები  ვაჟკაცები  არ  არიან  ქართველი  ჯარისკაცები. 2008 წლის  ომის  შემდეგ  ბევრი  ქართველი  ამბობდა, რომ  ქართველი  ჯარისკაცები  პრეზიდენტის  მონები  არიან, მშიშრები  არიან, რადგან  იარაღი  ბრძოლის  ველზე  დაყარეს  და  გამოიქცნენ,  დეზერტირები  არიან  და  მათ  სამშობლოს  ზურგი  აქციეს. მაგრამ  უნდა  აღვნიშნო  ისიც, რომ  იყო  ნაწილი  ხალხისა, რომელმაც  ღირსეულად  დააფასა  ჩვენი  გმირები  და  ამაყობდა  მათი  თავდადებით . მე  ყველა  მათგანს  მინდა  მადლობა  გადავუხადო. დაახლოებით  130-ზე  მეტმა  ბავშვმა  მამა  დაკარდა, ამდენივე  დედამ  შვილი  დაკარგა  და  ბევრიც  უგზო-უკვლოდ  დაიკარგა  მხოლოდ  და  მხოლოდ  იმიტომ, რომ  ჩვენთვის  შემოენახათ  ქვეყანა , რომელშიც  ახლა  ვცხოვრობთ. ამიტომ  მინდა  ყევლას  ვთხოვო, რომ  ჩვენც  დავაფასოთ  ჩვენი  ჯარისკაცები, რადგან  ისინი  არ  არიან  თავის  ამერიკელ  კოლეგებზე  ნაკლებნი.





საქველმოქმედო აქცია ომის დროს დაზარალებულთათვის

9 03 2011

დღეს , 9  მართს , ესპანეთის  დროით  20:00 საათზე, ბარსელონას  თეატრში  გაიმართება  ფონდი  “იავნანას”  საქველმოქმედო  აქცია  ომის  დროს  დაზარალებულ  ბავშვთა  დასახმარებლად. კონცერტში  მონაწილეობას  მიიღებს  მსოფლიოში  ცნობილი  ხალხი.  თითოეულ  ჩვენგანს  შეუძლია  გახდეს  ამ  აქციის  მონაწილე  და  თავისი  წვლილი  შეიტანოს  ამ  საუფლო  საქმეში. ეს  ძალიან  ადვილია. ვისაც  სურს, რომ  თავისი  წვლილი  შეიტანოს  ამ  კეთილ  საქმეში, უნდა  აიღოს  ტელეფონი  და  დარეკოს  ნომერზე    30-30.





კადრები თუ როგორ შემოდის რუსული კოლონა საქართველოში !

9 01 2011





კლიპი რომელიც ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნება

5 11 2010





7 აგვისტო . უკომენტაროდ

24 10 2010