თავისუფალი სტატია

10 03 2011

სულ  რამდენიმე  წუთის  წინ  ინტერნეტში  ვნახე  ვიდეო  თუ  როგორი  ოვაციებითა  და  ტაშით  დახვდნენ  აეროპორტში  ერაყიდან  ამერიკაში  დაბრუნებულ  ამერიკე  ჯარისკაცებს  და  სიმართლე  რომ  გითხრათ, გული  ძალიან  დამწყდა  და  იცით  რატომ ? იმიტომ, რომ  ამერიკელებზე  ნაკლები  ვაჟკაცები  არ  არიან  ქართველი  ჯარისკაცები. 2008 წლის  ომის  შემდეგ  ბევრი  ქართველი  ამბობდა, რომ  ქართველი  ჯარისკაცები  პრეზიდენტის  მონები  არიან, მშიშრები  არიან, რადგან  იარაღი  ბრძოლის  ველზე  დაყარეს  და  გამოიქცნენ,  დეზერტირები  არიან  და  მათ  სამშობლოს  ზურგი  აქციეს. მაგრამ  უნდა  აღვნიშნო  ისიც, რომ  იყო  ნაწილი  ხალხისა, რომელმაც  ღირსეულად  დააფასა  ჩვენი  გმირები  და  ამაყობდა  მათი  თავდადებით . მე  ყველა  მათგანს  მინდა  მადლობა  გადავუხადო. დაახლოებით  130-ზე  მეტმა  ბავშვმა  მამა  დაკარდა, ამდენივე  დედამ  შვილი  დაკარგა  და  ბევრიც  უგზო-უკვლოდ  დაიკარგა  მხოლოდ  და  მხოლოდ  იმიტომ, რომ  ჩვენთვის  შემოენახათ  ქვეყანა , რომელშიც  ახლა  ვცხოვრობთ. ამიტომ  მინდა  ყევლას  ვთხოვო, რომ  ჩვენც  დავაფასოთ  ჩვენი  ჯარისკაცები, რადგან  ისინი  არ  არიან  თავის  ამერიკელ  კოლეგებზე  ნაკლებნი.





ეს არის ჩემი გაკეთებული ვიდეო : “საქართველო”

10 03 2011





საქველმოქმედო აქცია ომის დროს დაზარალებულთათვის

9 03 2011

დღეს , 9  მართს , ესპანეთის  დროით  20:00 საათზე, ბარსელონას  თეატრში  გაიმართება  ფონდი  “იავნანას”  საქველმოქმედო  აქცია  ომის  დროს  დაზარალებულ  ბავშვთა  დასახმარებლად. კონცერტში  მონაწილეობას  მიიღებს  მსოფლიოში  ცნობილი  ხალხი.  თითოეულ  ჩვენგანს  შეუძლია  გახდეს  ამ  აქციის  მონაწილე  და  თავისი  წვლილი  შეიტანოს  ამ  საუფლო  საქმეში. ეს  ძალიან  ადვილია. ვისაც  სურს, რომ  თავისი  წვლილი  შეიტანოს  ამ  კეთილ  საქმეში, უნდა  აიღოს  ტელეფონი  და  დარეკოს  ნომერზე    30-30.





ქალაქი გორი აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში

8 03 2011




საქართველოს ისტორია

7 03 2011

ამ  ფილმში  ნაჩვენები  საქართველოს  ისტორია  წარსულიდან  დღემდე. მასში  ასევე  შედის  2008 წლის  აგვისტოს  ომი .  ფილმი  არის  ინგლისურ  ენაზე .

This film is shown in the history of  Goergia from past to present . It also includes the August 2008 war. The film is in English.





საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია

6 03 2011

სიუჯეტში ნახავთ და მოსიმენთ ჩრდილო-კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე, საშუალება გექნებათ მოისმინოთ ექსპერთა მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლების “ჩრდილო-კავკასიური პოლიტიკის” შესახებ და იხილოთ მოვლენათა განვითარების სავარუდო სცენარები!





უსაფრთხოების ახალი კონცეფცია

6 03 2011

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის მიერ მომზადებული მორიგი ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ეხება. სიუჟეტში თქვენ ნახავთ როგორც ქართველი ისე რუსი ექსპერტების მოსაზრებებს ქვეყნის საგარეო საფრთხეების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის — საქართველო უსაფრთხოების კონცეფციის თაობაზე.





უ ს ა თ ა უ რ ო !

6 03 2011

ძვირფასო თანამემამულენმო ! ვინც  გაეცანით  წინა  ვიდეოს, რომელშიც  დევნილთა  აქციაა  ნაჩვენები  ნახავდით  თუ  რა  გაჭირვებაში  არიან  ჩვენი  დანი  და  ძმანი. ყველამ  გავიგეთ  მათი  პრობლემები.  ისინი  ძალიან  იტანჯებიან. პირადად  მე  ამ  ვიდეოს  ყურების  შემდეგ  ძალიან  გამიფუჭდა  ხასიათი. ჩემი  აზრით, ეს  ვიდეო  ზუსტად  ასახავს  სამაჩაბლოსა  და  გორის  რაიონის  მოსახლეობის  პრობლემებს. მე  მინდა  მოგიწოდოთ  ყველას, რომ  დავდგეთ  ერთად  ამ  ხალხის   დასახმარებლად.  არ  ვკრათ  ხელი  მათ  და  ჩვენი  მხრიდან  შესაძლებლობების  შესაბამისად  შევეცადოთ, რომ  დავავიწყებინოთ  ის  ტრაგიკული  დღეები  და  გადავატანინოთ  ის  ტკივილი  რაც  მათ  განიცადეს.

ვიდეო  გამეორებით : 





დევნილების აქცია.

6 03 2011





დევნილთა პრობლემები გორის ჩასახლებაში

6 03 2011